9 იანვარი, 2012 - 15:27

ერთწლიანი სასერთიფიკატო პროგრამა ჟურნალისტიკაში

დედლაინი:
31 იანვარი, 2012 - 11:27

ერთი წლის განმავლობაში, რადიო თავისუფლების ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები დაგეხმარებიან, გაიაროთ თეორიული და პრაქტიკული მასალით გაჯერებული ინტენსიური კურსი ჟურნალისტიკაში, დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის მაღალ პროფესიულ სტანდარტებს. მულტიმედია პლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი შესაძლებლობას მოგცემთ, თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში მუშაობისათვის მოსინჯოთ თქვენი ძალები.

- ახალი მედია, რადიო, ტელევიზია, გაზეთი…

- როგორ გადავაქციოთ სიტყვები სახეებად, ყოველდღიური ცხოვრება საინტერესო მონათხრობად. როგორ აღმოვაჩინოთ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

- ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, მოვისმენთ ბევრს და დავწერთ კიდევ უფრო მეტს და შევეცდებით, გავარკვიოთ რატომ არის ჟურნალისტის პროფესია ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და, ამავე დროს, ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი.

- თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღჭურვილ თანამედროვე მულტიმედიურ ნიუსრუმში (MEC) ჟურნალისტური საქმიანობისათვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.

- სწავლების ხანგრძლივობა — 1 აკადემიური წელი (2 სემესტრი). სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

ყოველწლიურად 20 სტუდენტი შეძლებს რადიო თავისუფლების სკოლაში სწავლას.

სტუდენტები საგანგებო კონკურსის შედეგად შეირჩევიან.
შესარჩევი კონკურსი გულისხმობს წერითი სამუშაოს შესრულებასა და გასაუბრებას.

მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართულ ფაილში (PDF) მოცემული ანკეტა.

სწავლება ფასიანია.

დაფინანსდება ორი სტიპენდია (ერთი საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისათვის და ერთი – განსაკუთრებული წარმატებისათვის).

დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება და შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების ვებსაიტზე www.radiotavisupleba.geდა Facebook-ზე.

შეკითხვები და შევსებული განაცხადი გაგზავნეთ მისამართზე: tavisupleba.school@gmail.com

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.