eastbook.eu, აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის ბლოგერებისთვის
ვებ-გვერდი eastbook.eu, აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის ბლოგერებისთვისა და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებული პირებისთვის, საუკეთესო სტატიის გამოსავლენად, შემდეგ თემატიკაზე:
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა. უკრაინა) დამოკიდებულება ევროკავშირისადმი;
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ შერჩეული ქვეყნის შიდა ან საგარეო პოლიტიკა;
შერჩეული ქვეყნის დამოკიდებულება პოლონეთთან ან ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყანასთან.
სტატიების მოცულობა 900-1500 სიტყვა. ნამუშევრები მიიღება ინგლისურ რუსულ, ან პოლონურ ენაზე.
საუკეთესო სტატიის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ ითანამშრომლონ საიტის რომელიმე განყოფილებასთან.
სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადა 2011 წლის 20 ნოემბერია
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს. http://eastbook.eu/ru/2011/10/country-ru/poland-ru/konkurs-eastbook-eu-objavliaet-konkurs-na-statiju-o-vostochnom-partnerstve/
ახალი კომენტარის გამოქვეყნება