13 იანვარი, 2012 - 15:23

ბადრი ნანეტაშვილი გელა მთივლიშვილს უჩივის

ბადრი ნანეტაშვილი

ტელეკომპანია “თრიალეთის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ნანეტაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, გელა მთივლიშვილს ეთიკის ქარტიის საბჭოში უჩივის.

საჩივარი შეეხება 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით “ბადრი ნანეტაშვილი ნათია კუპრაშვილს თავს დაესხა”. სტატიაში ავტორი საქართველოს რეგიონალური მაუწყებლის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნათია კუპრაშვილის ინფორმაციაზე  დაყრნდნობით წერს: “ნანეტაშვილმა ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, მანქანიდან იარაღი  ამოიღო და მას დაუმიზნა. ნათია კუპრაშვილი თავს კარგად გრძნობს.”  ამ ფაქტზე ბადრი ნანეტაშვილის კომენტარი სტატიში მოყვანილი არ არის, რადგან ავტორის თქმით, მას ვერ დაუკავშირდა.

ბადრი ნანეტაშვილის ადვოკატის ლევან გეგეშიძის განცხადებით, გელა მთივლიშვილს არ უნდა გაევრცელებინა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია. 

“ჩვენ ვამბობთ, რომ თავდასხმის ფაქტს საერთოდ ადგილი არ ჰქონია და ჟურნალისტმა ინფორმაცია გადამოწმების გარეშე გაავრცელა. მას შეეძლო დაკავშირებოდა “თრიალეთის” ორგანიზაციის მედიასაშუალებას და იქიდან მიეღო იფრომაცია” - ამბობს გეგეშიძე.

მისი განმარტებით, გელა მთივლიშვილმა ეთიკის ქარტიის 1, მე-3 და მე-11 მუხლი დაარღვია. ამ მუხლებში ნათქვამია, რომ “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადეობის უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფრომაცია”; “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნოობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”; ჟურნალსტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება”.

ნანეტაშვილის საჩივარს კახეთის საინფორმაციო ცენტრი, რომლის ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილია,  განცხადებით გამოეხმაურა და უსაფუძვლო უწოდა. ნანეტაშვილის საჩივრის პასუხად კახეთის საინფორმაციო ცენტრის არგუმენტები შემდეგია: - კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა ბადრი ნანეტაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო და ტექსტში შესაბამისი განმარტებაც გაკეთდა. - კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მათ რამდენიმე რესპოდენტისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ „ნანეტაშვილი ნათია კუპრაშვილს თავს დაესხა, იარაღი დაუმიზნა და ემუქრებოდა“.

„ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ბადრი ნანეტაშვილის საჩივარი უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს ყოფილი ჩინოვნიკის, შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის გაპიარებას“, - წერია ცენტრის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე მითითებულია იმავე თემასთან დაკავშირებული სხვა მასალები, რაც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სხვადასხვა მედიასაშუალებაზე, მათ შორის media.ge-ზე, დაყრდნობით 22, 23 და 26 დეკემბერს გამოაქვეყნა.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, საჩივარი ამ ეტაპზე ქარტიის საბჭოს გადაეცა დასაშვებობისთვის. საჩივარს ეთიკის საბჭო მას შემდეგ განიხილავს, რაც მას დასაშვებობას ცნობს. ეს სამ დღეში იქნება ცნობილი.

რას აბლატავებთ ამ ნაძირალა

რას აბლატავებთ ამ ნაძირალა ნანიტაშვილს ამ საიტზე. საერთოდ თქვენი საიტი ძალიან გულდათუთქულია ბადრის სიყვარულით. უფლის არ გეშინიათ და ამ უბადრუკი ბადრუკას გეშინიათ თუ რითი მოგრთამად, რომ ლამის ადვოკატად დაუდგეთ და მის გამოგონილ ზღაპრებს ავრცელებთ. გულს უშხამავთ ხალხს.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.