დედლაინი:
1 აპრილი, 2010 - 04:01
ევროპის ქვეყნების სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადამიანის უფლებებით, მედიისა და , რეჟისურის საკითხებით, საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ბელგრადის (სერბეთი) საერთაშორისო სტუდენტურ კვირეულში. კვირეულის მთავარი თემა "ტოლერანტობაა". პროგრამა შეიცავს დისკუსიებსა და ლექციათა კურსს. ის მიზნად ისახავს ნაციონალური, რელიგიური კულტურული და ენობრივი ბარიერის მოშლას, ასევე ხელი შეუწყოს სტუდენთა შორის ინფორმაციის გაცვლასა და ახალი კონტაქტების დამყარებას. კვირეულში მონაწილეობის საფასური 80 ევროა, რომელიც ფარავს სასტუმროს, საკვებისა და სამუშაო მასალების თანხას. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 1 აპრილია. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე
http://iswib.org/