კომენტარისთვის პასუხის გაცემა
პრიზები გარემოს დაცვის თემაზე მომზადებული ნამუშევრებისთვის
22 თებერვალი, 2010 - 16:53
დედლაინი:
1 აპრილი, 2010 - 12:53 ამერიკული "გარემოს თემაზე მომუშავე ჟურნალისტების საზოგადოება" (SEJ) იღებს განაცხადებს მთელი მსოფლიოდან 2010 წლის გარემოს დაცვის გაშუქების თემაზე პრიზების მოსაპოვებლად. საკონკურსოდ მიიღება წიგნები, ბეჭვდითი, ონლაინ და ტელე-რადიო ნამუშევრები. შენატანი თითოეულ განაცხადზე მერყეობს 15-დან 30 აშშ დოლარამდე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 1 აპრილი.
საკონკურსო კატეგორიების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე
http://www.sej.org/initiatives/awards/2010-sej-awards-reporting-environment#definitions. ფულადი პრიზი თითოულ კატეგორიაში შეადგენს 1000 აშშ დოლარს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://www.sej.org/initiatives/awards/2010-sej-awards-reporting-environment