Reply to comment
მილენა ჟესენსკას სახელობის კონკურსი ჟურნალისტებისთვის
22 თებერვალი, 2010 - 16:47
დედლაინი:
9 აპრილი, 2010 - 12:47 გამარჯვებულებს ექნებათ შესაძლებლობა გაემგზავრონ ვენაში (ავსტრია) 3 თვით, რათა იმუშაონ და ჩაატარონ კვლევა ევროპის თემატიკაზე.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა "კულტურასთან" დაკავშირებულ საკითხებს, კონკურსის ორგანიზატორები კულტურაში მოიაზრებენ მრავალ ასპექტს: მხატვრობიდან ინტელექტუალურ თემატიკამდე.
პროგრამის სტიპენდიანტები მიიღებენ თანხას 7 630 ევროს ოდენობით, ასევე, სამუშაო ოფისს და ყველა იმ რესურსს ( ინტერნეტი, ტელეფონი), რომელიც საჭიროა კვლევის საწარმოებლად.
კონკურსი ტარდება ვენის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა - 9 აპრილი. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ვებმისამართზე: http://www.iwm.at/index.php?option=com_content&task=view&id=80&Itemid=153