კვლევები

18 იანვარი, 2011 - 21:09
RSF
57 ჟურნალისტი  მოკლეს (25%-ით ნაკლები ვიდრე 2009 წელს);

51 ჟურნალისტი  გაიტაცეს; 535 ჟურნალისტი  დააპატიმრეს; 1374 ჟურნალისტს თავს დაესხნენ ან დაემუქრნენ; 504 მედია საშუალებას ცენზურა დაუწესეს; 152 ბლოგერი და ინტერნეტ ჟურნალისტი დააპატიმრეს; 52 ბლოგერს თავს დაესხნენ; 62 ქვეყანაში ინტერნეტ ცენზურა არსებობს.

29 ივნისი, 2010 - 08:19

მედიამონიტორინგის შედეგები, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. მონიტორინგის პერიოდი: 2010 წლის 26 აპრილიდან 6 ივნისამდე. საკვლევი ტელეკომპანიები: "იმედი", "კავკასია", "მაესტრო", "რეალ ტი-ვი, "რუსთავი- 2", საზოგადოებრივი მაუწყებელი. მონიტორინგი ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით, განმხორციელებელი - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

17 მაისი, 2006 (All day)

"კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა", აპრილში, ქართულ-ჰოლანდიური პროგრამის ფარგლებში, სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა ტელევიზიების, პარტიების, პოლიტიკოსების და აქტუალური საკითხების რეიტინგის დადგენის მიზნით. კითხვაზე, ქართული ტელეარხებიდან რომელს უყურებთ ყველაზე ხშირად, გამოკითხული 500 რესპოდენტიდან, 52.8 %-მა უპირატესობა ტელეკომპანია "იმედს" მიანიჭა. 41.9%-ით მეორე ადგილზე ტელეკომპანია "რუსთავი 2" გავიდა. ამ ორი არხისგან განსხვავებით, დანარჩენ ქართულ ტელევიზიებს საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვთ:

23 თებერვალი, 2006 (All day)

იმ დროს, როდესაც სომხური და აზერბაიჯანული გაზეთები ერთმანეთისადმი აგრესიულად არიან განწყობილი, ამ ორი ქვეყნის ბეჭვდური მედია კორექტულობას ინარჩუნებს საქართველოსადმი.

ამ დასკვნამდე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები "ერევნის პრეს-კლუბი", აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა გაერთიანება "ენი ნესილი" და ასოციაცია "BS PRESS" საქართველოდან, 2005 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, სამი სახელმწიფოს გაზეთების პუბლიკაციების ანალიზისას.

23 თებერვალი, 2006 (All day)

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საქართველოში მედიის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა, გაიზარდა მედიაზე ცენზურა, ხოლო ჟურნალისტებზე ძალადობა მასშტაბური გახდა.