გაზეთები “ჩემი ხარაგაული” და “ახალი ხარაგაული”, ტელევიზიებიდან - “რუსთავი 2”, “იმედი” და “პირველი არხი” -ეს ის საინფორმაციო საშუალებებია, საიდანაც დაბა ხარაგაულში და მისგან 10 კმ-ში მდებარე სოფლებში ინფორმაციას იღებენ.
როგორ შეაფასებთ მედია საშუალებებს, საიდანაც ინფორმაციას იგებთ? სრულყოფილად გებულობთ რა ხდება საქართველოსა და თავად ხარაგაულში? ენდობით თუ არა ამ მედიასაშუალებებს? - ამ კითხვებზე პასუხის მიღებას media.ge ხარაგაულელებისა და სოფლების ისნარისა და ფარცხნარის მკვიდრთაგან შეეცადა.