კონფერენციები

10 ივნისი, 2011 - 17:13
კონკურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის

2011 წლის სექტემბერში „სივიკუსი" (CIVICUS, მსოფლიო ალიანსი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის), საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, დონორები და მთავრობის წარმომადგენლები,  შეიკრიბებიან მონრეალში (კვებეკი, კანადა) „სივიკუსის" მსოფლიო ასამბლეაზე. წელს ოთხ ახალგაზრდა ჟურნალისტს განვითარებადი ქვეყნებიდან საშუალება ექნება დაესწროს მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების შეკრებას.

29 აპრილი, 2010 - 10:20

უნგრეთის სამოქალაქო თავისუფლბების კავშირი (HCLU) აცხადებს ჟურნალისტურ კონკურსს "ნარკოპოლიტიკის ბნელი მხარე".  გამარჯვებულმა სტიპენდიანტებმა უნდა გამოიძიონ  კონკრეტული პრობლემები,  რომელიც გამოიწვია   მათ ქვეყნებში გატარებულმა ნარკო პოლიტიკამ.

5 აპრილი, 2010 - 15:59

სინგულარ ჯგუფი და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო წარმოგიდგენთ პირველ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ, რომელიც გაიმართება სასტუმრო ძველ თბილისში, 2010 წლის 16 და 29 აპრილს.

28 იანვარი, 2010 - 16:17

ახალგაზრდა ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან საშუალება ეძლევათ მოიპოვონ სტიპენდიები შიდსის მე-18 საერთაშორისო კონფერენციაში "შიდსი 2010" მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია   ჩატარდება ვენაში (ავსტრია) 18-23 ივლისს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 თებერვალი.

21 იანვარი, 2010 - 00:24

აშშ-ს საზღვრებს  გარეთ მცხოვრებ  ბლოგერ  ქალბატონებს, რომლებიც  წერენ საზოგადოების ცნობადობის ამაღლების მიზნით და ეძებენ ფონდებს  საშუალება ეძლევათ მოიპოვონ 4 სტიპენდიიდან ერთ-ერთი.

8 იანვარი, 2010 - 22:04

2010 წლის 23-25 მარტს ევროპის საბჭო აწყობს კონფერენციას სახელწოდებით "Octopus Interface" ინტერნეტ დანაშაულობების წინააღმდეგ თანამშრომლობისთვის.

29 დეკემბერი, 2009 - 21:06

საგამოძიებო ჟურნალისტიკით დაინტერესებულებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადები გრანტების მოსაპოვებლად, რომლის დახმარებით, შეძლებენ საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალურ კონფერენციაში მონაწილოების მიღებას. კონფერენცია ჩატარდება ჟენევაში (შვეიცარია) 2010 წლის 22-25 აპრილს.

22 ივლისი, 2009 - 12:29
უფასო აკრედიტაცია შეუძლიათ მიიღონ იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან "მსოფლიოს წყლის კვირეულის" კონფერენციის გაშუქებაში, რომელიც 16-22 აგვისტოს სტოკჰოლმში გაიმართება.