კონკურსები

4 თებერვალი, 2012 - 22:35

საინიციატივო ჯგუფი, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, იწვევს ბლოგერებს სემინარზე: "C ჰეპატიტი - მასთან დაკავშირებული სტიგმა-დისკრიმინაცია და საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირების აუცილებლობა".

სემინარი 1 დღიანია და მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება C ჰეპატიტთან დაკავშირებით და გამყარებული სტერეოტიპების რღვევის ხელშეწყობა, რომელიც აფერხებს C ჰეპატიტთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკ-ფაქტორების ადეკვატურ აღქმას და პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარებას.

31 იანვარი, 2012 - 12:08

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ადამიანის უფლებათა ცენტრთან (HRIDC) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის თემაზე: ადამიანის უფლებები 

30 იანვარი, 2012 - 17:03

დოკუმენტურ ფილმებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის The Bertha BRITDOC ფონდი გრანტს აცხადებს. გრანტის მოცულობა 5000-დან -50000 ფუნტამდეა.

ფონდი დააფინანსებს დოკუმენტური ფილმების გადაღებას უსამართლობის, ჯერ  არ გაშუქებელ პრობლემატურ საკითხებზე და ისეთ რეგიონებზე, რომელიც კამერის ობიექტივში ჯერ არ მოხვედრილა. ფილმს გამოძიების სახე უნდა ჰქონდეს, ამიტომ ფონდი დაინტერესებულია ჟურნალისტური წარსულის მქონე დოკუმენტალისტების დაფინანსებით.

გრანტის და ფონდის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისამართზე: http://britdoc.org/real_funds/documentary_journalism_fund/

30 იანვარი, 2012 - 13:26

"გოუ ჯგუფი" აცხადებს სტაჟირებას აქტიური, კომუნიკაბელური და კრეატიულად მოაზროვნე პირებისთვის.

სტაჟიორებად მიიღებიან ნახევარი განაკვეთით მუშაობის მსურველები, რომლებიც კარიერას გეგმავენ ჟურნალისტიკაში, დოკუმენტალისტიკასა და ახალ მედიაში. კანდიდატებისთვის სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ფლობა.

სასურველია გრაფიკული რედაქტორების (Adobe Photoshop, Corel), და ვიდეო მონტაჟის (Adobe Premier, Adobe After Effects) ცოდნა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს.

30 იანვარი, 2012 - 12:47

საინიციატივო ჯგუფი, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, იწვევს ბლოგერებს სემინარზე: "C ჰეპატიტი - მასთან დაკავშირებული სტიგმა-დისკრიმინაცია და საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირების აუცილებლობა".

სემინარი 1 დღიანია და მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება C ჰეპატიტთან დაკავშირებით და გამყარებული სტერეოტიპების რღვევის ხელშეწყობა, რომელიც აფერხებს C ჰეპატიტთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკ-ფაქტორების ადეკვატურ აღქმას და პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარებას.

26 იანვარი, 2012 - 10:39

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია პროექტისთვის - “ახალი გამომსახველობითი ელემენტები გაზეთებისთვის“ აცხადებს კონკურსს!

(ფინანსური მხარდამჭერი  IREX-საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭოს პროგრამა - “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეობის ინფორმირებულობას“ (G-MEDIA) 

ნებისმიერ პირს, რომელიც თვლის, რომ აქვს ნიჭი და პროფესიული უნარი, ვთხოვთ, მოგვაწოდოს ფასების ზრდასა და უმუშევრობის თემაზე შექმნილი კარიკატურა, კომიქსი, თემატური ფოტო.

16 იანვარი, 2012 - 15:02

დედლაინი - 15 თებერვალი

სამუშაო ენა - ინგლისური

გამარჯვებული გამოცხადდება - 15 მარტს

Persephone Miel Fellowship ამერიკის ფარგლებს გარეთ მყოფ ჟურნალისტებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს.  პროგრამა კრიზისის გაშუქებას გულისხმობს და მას პულიცერის ცენტრი ფონდ Internews-თან ერთად ახორციელებს.

16 იანვარი, 2012 - 14:57

The Religion News-writers Association (RNA) აცხადებს კონკურსს მსოფლიოს მასშტაბით ყველა მედიასაშუალების რელიგიის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის.

გამარჯვებული 10 ათას აშშ დოლარს მიიღებს.

მათ ვინც RNA-ს წევრი არ არის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 50-დან 150 აშშ დოლარამდე გადახდა მოუწევს.

კონკურსში მონაწილოების დედლაინი 1 თებერვალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.rna.org/news/80406/2012-RNA-Award-Call-for-Entries.htm

12 იანვარი, 2012 - 13:45

პრეზიდენტის 2012 წლის 6 იანვრის განკარგულებით 9 იანვარს გამოცხადდა კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატის შესარჩევი კონკურსის შესახებ.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად საბჭოს წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.

კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება.

12 იანვარი, 2012 - 10:59

IREX (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) ატარებს საგრანტო კონკურსს მისი პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას“ (G-MEDIA) ფარგლებში, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.