თამაზ კუპრეიშვილი-ის ბლოგი

შიშს დიდი თვალები აქვს

შიშს დიდი თვალები აქვს

ბოლოდ დროს,  ხშირად მიწევს რეპორტაჟების მომზადება სოციალურ საკითხებზე, ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, ხალხის გამოკითხვა და ა.შ. არ მეგონა ეს სამუშაო ასეთი რთული თუ იქნებოდა. საკმარისია კამერა ან დიქტოფონი მოვიმარჯვო, ხალხი უკანმოუხედავად გარბის. თუ შედარებით გაბედულები აღმოჩნდნენ, პრობლემაზე გაგესაუბრებიან, საკუთარ გასაჭირს გაგიზიარებენ, მაგრამ ვინაობას არ გაგიმხელენ.  მათი საუბრის ვიდეოზე ჩაწერა თითქმის წარმოუდგენელია.

რადიოები კრიტიკის მიღმა

რადიოები კრიტიკის მიღმა

თითქოს,   ქვეყნიერება  ტელეკომპანიებისა და ტელეწამყვანების წინააღმდეგ დაირაზმა. ყოველ შემთხვევაში,  ასეთი შთაბეჭდილება შეექმნება რიგით მკითხველს, როცა  თვალს გადაავლებს ქართულ მედიაზე დაწერილ  კრიტიკულ წერილებსა თუ    საბლოგო  ჩანაწერებს. ამ დროს კი  რადიოზე...

ბურქა, "ტვიტები" და მინისტრი

ბურქა, "ტვიტები" და მინისტრი

ქართულ ბლოგებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებოდი. მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება და ყველა მათგანისთვის თვალყურის დევნება ცოტა არ იყოს რთულიც არის. ბლოგების გარდა საინტერესო ამბები ხდება სოციალურ ქსელებში.ჩვენში, მას შემდეგ, რაც ფეისბუქი ყველაზე პოპულარული გახდა, ტვიტერის (Twitter) ათვისება დაიწყეს. მოკლედ, ქვემოთ გთავაზობთ, ჩემი სუბიექტური აზრით, საინტერესო ორიოდ ბლოგის მიმოხილვას და სოციალურ ქსელების ბოლო დღეების ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს. მსგავსი მიმოხილვა დღეიდან Media.Ge-ზე პერიოდულად გამოქვეყნდება.

ვიდეოლექცია

ქვის ხანა

ქვის ხანა

მინი კლტურული შოკი

Светлана Болотникова-მ ქართველი ბლოგერები "დაავერბოვკა"

Светлана Болотникова-მ ქართველი ბლოგერები "დაავერბოვკა"

На Черном море вербуют блоггеров -ასეთი სკანდალური სათაურით სტატია გამოაქვეყნა გასულ კვირას სამენოვანმა ინტერნეტ გამოცემამ Georgia Times (http://www.georgiatimes.info)  . არ აგერიოთ ქართულ გაზეთში "Georgian Times".

დაცლილი სოფელი და 13 ათასი საარჩევნო ხმა

დაცლილი სოფელი და 13 ათასი საარჩევნო ხმა

ამ ჩანაწერს ამბროლაურში ვაკეთებ,  უკვე მესამე დღეა რაჭაში ვარ, დღეს ონშიც ვიყავი. ჩემი რაჭაში ჩამოსვლის მიზანია გავარკვიო, რა მედიასაშუალებები არსებობენ აქ და ადგილობრივებს რომელ საინფორმაციო საშუალებებზე მიუწვდებათ ხელი. ამაზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით სტატიას დავწერ, ახლა კი აქ არსებულ ზოგად მდგომარეობას აღვწერ.

ინტერნეტ ტელევიზიის ხიბლი

ინტერნეტ ტელევიზიის ხიბლი

16 აპრილს ვესწრებოდი კონფერენციას ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ. სპეციალურად ამ დღისთვის სინგაპურიდან ჩამოვიდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგერი ვენდი ჩენგი და  clicknetwork.tv-ის ხელმძღვანელი ჯილიან ტენი.

მედია-ტერორი

მედია-ტერორი

შაბათს, საღამოს, მეგობარ ბლოგერებთან ერთად, რუსთაველის თეატრში  სპექტაკლს "შობის მეთორმეტე ღამეს" ვესწრებოდი.  უცებ უკანა რიგებში   ჩოჩქოლი ატყდა. ვისაც კი ტელეფონი ჩართული ჰქონდა, ახლობლები ურეკავდნენ.

"რუსები მოდიან, უკვე თბილისთან არიან!" "სტარტეგიული ობიექტები იბომბება!" "მთავრობა და პრეზიდენტი ევაკუირებულია!" "პრეზიდენტი მოკლეს!"

საბრალდებო დასკვნა შსს-ს ეთერში

საბრალდებო დასკვნა შსს-ს ეთერში

რა ვქნა, მეგობრებო? "რეალ ტვ" თავს არ მანებებს და კვლავ  წერის "იშტაზე" მოვყავარ.

იკითხავთ, ამჯერად ისეთი რა გაუშვა, რაც აქამდე არ გაუშვიაო. გაუშვა, თანაც... როგორც ჩემმა  კოლეგამ ირონიულად შენიშნა: "სულ წითლად და სულ ბოლშევიკურ ფერებში."

ჩვენს კოლეგაზე, ვახტანგ კომახიძეზე გასულ სიუჟეტზე მოგახსენებთ.

ვის და რისთვის სჭირდება "რეალ ტვ"?

ვის და რისთვის სჭირდება "რეალ ტვ"?

რამდენიმე დღის განმავლობაში "რეალ ტვ-ის" ვიდეოარქივში ვიქექებოდი, თითქმის ყველა სიუჟეტი და გადაცემა ვნახე. არა, მაზოხისტი არ გეგონოთ, უბრალოდ ეს ჩემი სამსახურებრივი მოვალეობაა, რომლის შესრულებასაც საკუთარ თავს ცოტათი ვაძალებ.