ნატა ძველიშვილი-ის ბლოგი
ჭუბურხინჯელი ჰეკლბერი ფინი
ჭუბურხინჯელი ჰეკლბერი ფინი
შაბათ - კვირას ზუგდიდში ტრენინგის ჩასატარებლად ჩავედი. კონფლიქტოლოგიით დაინტერესებული ადამაინებისთვის უნდა ამეხსნა, როგორ შეიძლება კონფლიქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ბლოგის საშუალებით. ჯგუფში სტუდენტებთან ერთად გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის საჯარო სკოლის 11 მოსწავლე მყავდა - 14-15 წლის მოზარდები. მედიას მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა ყაჩაღობა, გატაცება ან სხვა უბედურება ხდებაო, მითხრა იმ ბიჭმა, ჰეკლბერი ფინს რომ ჰგავდა.
ჩვეულებრივი პრესკონფერენცია
ჩვეულებრივი პრესკონფერენცია
ჩვეულებრივი პრესკონფერენციაა - ამერიკული მედიის მოხელეები ქართველ ჟურნალისტებს ხვდებიან. შეხვედრა, როგორც ხდება ხოლმე, დანიშნულზე გვიან იწყება. ყველაზე მეტად აქტიურობენ ნაციონალური ტელევიზიების წარმომადგენლები - ჟურნალისტებიც და ოპერატროერებიც, დანარჩენები თავისთვის სხედან და პრესკონფერენციის დაწყებას ელოდებიან. სტუმრების მაგიდასთან , ჩვეულებრივ, მიკროფონის ადგილისთვის ჩხუბობენ. ბუტაფორია მიკროფონები, ამჯერად, მეორე რიგში ოდნავ დაბლა დგომას დათანხმდნენ - მთავარია კადრში მოხვდნენ.
რჩევები ტელე-რადიო ჟურნალისტებს
რჩევები ტელე-რადიო ჟურნალისტებს
"ამ მომღერალმა სამ მიმართულებაში სცადა ბედი შესაბამისად სამი სტილის მუსიკას ქმნიდა აქედან გამომდინარე ის არის საინტერესო და შესაბამისად ნიჭიერი ადამიანი ცუდია ის რომ ეს ადამიანი უბრალოდ ამ ქვეყანაზე აღარ არის.
მცირე სარეკლამო ჭრის შემდეგ დაგიბრუნდებით. ეს ღიმილის ტალღაა და შესაბამისად მოგგვრით ღიმილს და შესაბამისად ვეცდები გასიამოვნოთ"
მარტივი გამოსავალი - დაკოპირება
მარტივი გამოსავალი - დაკოპირება
ჩემმა ერთმა მეგობარმა საპროტესტო აქციების დროს ფოტოაპარტით ხელში ბევრი ირბინა, უამრავი სურათი გადაიღო და თავის ბლოგზე ატვირთა. მეორე დღეს ავტობუსის გაჩერებაზე მდგარმა პრესის ჯიხურში შემთხვევით მოჰკრა თვალი საკუთარი აპარატით გადაღბულ ფოტოს, რომელიც ყოველდღიური გაზეთიდან უმზერდა. სასწრაფოდ გადაათვალიერა იმ დღეს გამოსული ბეჭდური გამოცემები და აღმოაჩინა, რომ თითქმის ყველა გაზეთმა მისი ფოტოები გადაბეჭდა.
ვაკეთოთ ერთად, ვაკეთოთ თანხმობით
ვაკეთოთ ერთად, ვაკეთოთ თანხმობით
"მიკროფონები მოჭერით? - უფ, გაგახარებთ ღმერთი"; "დამაგვიანდა, ვერ გადავიღე და ძმურად, გადამაწერინე, რა!"; "კარგად ვერ გავიგე და რა ვკითხო? - ჩვენ ვკითხავთ და გადაიღე", "კიდევ ვინ ჩავწერო? - ვისაც ყველა ჩავწერთ". არ გეცნობათ ეს ფრაზები? ე.ი. ქართველი ჟურნალისტების მუშაობა არ გინახავთ.
ჩვენთან ლამის ყველა ტელევიზია შეთანხმებულად მუშაობს და ძმურად ეხმარებიან ერთმანეთს. ვიღაც იკითხავს, რა არის ამაში ცუდიო, არაფერი, ღმერთმანი, ესეც ჟურნალისტიკაა, ოღონდ...ჩვენებური, არასტანდარტული.