მაკა ჯაიანის სვეტი
უმცირესობის სამართალი?
უმცირესობის სამართალი?
"გამოხმაურებების უმრავლეოსობა ჩემ ბლოგზე მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უფლებამოსილებების გაზრდაზე, ჯერჯერობით, არ არსებობს," - ასეთი განცხადება გააკეთა ჟურნალისტმა ია ანთაძემ ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების ბოლო საერთო კრებაზე. წერილი, სახელწოდებით "ნარმა... მიტკალი... რა გინდა - მითხარი...", მის ბლოგზე გასული წლის ბოლოს, 28 დეკემბერს გამოქვეყნდა და ქარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანას, ზოგადად, ქარტიისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას, მოლოდინებს ეხებოდა. კომენტარი ბევრი დაიდო, 20 გვერდი. ყველაზე გავრცელებული დამოკიდებულებები საკითხისადმი, შეიძლება, სამი ავტორის ქვემოთ მოყვანილ შეხედულებებში გამოიხატოს.
ღირსების საკითხი
ღირსების საკითხი
რამდენიმე დღეში, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია საერთო კრებაზე ქარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავს. პროექტის მიხედვით, მედია საშუალებამ, რომლის რედატორიც საქართველოს ჟურნალისუტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერია, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვალდებულება უნდა აიღოს. გარდა ამისა, ქარტიის საბჭო მიიღებს საჩივრებს იმ ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები.
განსხვავებული 2010
განსხვავებული 2010
ჟურნალისტების დაცვის ნიუ იორკის კომიტეტმა, ახლახან, თავისი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წელს მსოფლიოში 44 ჟურნალისტი მოკლეს. ყველაზე მეტი - 8 ჟრუანლისტი პაკისტანში დაიღუპა. კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტების მკვლელობების 90% კვლავ გაუსხნელია. ნუგეშის მომცემი ამ კვლევაში არის ის, რომ, გასულ წელთან შედარებით, ნოკლული ჟურნალისტების რიცხვი შემცირდა. შარშან მსოფლიომ 72 ჟურნალისტი დაკარგა.
რუსეთი სტრიქონებს შორის
რუსეთი სტრიქონებს შორის
ორ კვირაზე მეტია, მოსკოვი შფოთავს. დემონსტრაციებს, დემონსტრაციები ცვლის, ადამიანებს კლავენ ("სპარტაკის" გულშემატკივირის მკვლელობას მოჰყვა კიდევ ერთი მსხვერპლი - 11 დეკემბერს, ახალგაზრდების ხუთკაციანმა ჯგუფმა ყირგიზეთის მოქალაქე მოკლა), სცემენ, რუსეთის მილიცია და საგანგებო დანიშნულების რაზმები საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენენ. მოსკოვი დიდია, რუსეთი - კიდევ უფრო დიდი და მისი უდიდესი წილი, მაქსიმალური უმრავლესობა, მომხდარის შესახებ მედიის საშუალებით იგებს.
თითქმის უკომენტაროდ
თითქმის უკომენტაროდ
პირდაპირ დავიწყებ: ამ დილით ნაცემი ჟურნალისტის სანახავად ვიყავი, მორიგი ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიულად აღადგინეს, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ჟურნალისტის სახე. აქამდე იგი ფედერალური ეთერისთვის არ არსებობდა, რადიკალურ ოპოზიციაზე წერდა, საპროტესტო გამოსვლებზე, ახალგაზრდულ მოძრაობებზე, მათ მეთაურებზე, ეს თემები და მათი გმირები კი, ამ ტელევიზიებისთვის საინტერესო არაა.
"პრაიმ ტაიმში"
"პრაიმ ტაიმში"
ჭორი საუკეთესო საშუალებაა სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად. არის ჭორი, რომელსაც, რესპექტაბელურობის გამო, ამბავს უწოდებენ. დახვეწილი ჭორის ანუ ამბის ტექნოლოგია, ისეთისა, მსჯელობას რომ გამოიწვევს და ფაქტად ქცევის პრეტენზია ექნება, სხვაა, რიგითისა, ძირითადად, ენის მოსაქავებლად რომ იყენებენ, ისიც, საყველპურო საუბრებში - სხვა.
პოზა
პოზა
"ჩვენ არ გვჭირდება პოზა, ჩვენ გვაქვს პოზიცია - ვემსახუროთ ხალხს." ეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გზავნილია. მისი ამოკითხვა შეიძლება სპეციალურ ბროშურაში "რეკომენდაციები საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტისთვის", რომელიც 2005 წლის სექტემბერში მომზადდა და საჯარო სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების, პრესსამსახურებისა და PR-ის წარმომადგენლებს დაურიგდა.
ჟურნალისტის პური
ჟურნალისტის პური
ქართულ ჟურნალისტიკას, ფაქტობრივად, პურის გარეშე ტოვებენ. მიუხედავად ხელისუფლების ხმაურიანი განცხადებებისა, მედიის გამჭვირვალობის გაზრდის თაობაზე, მთავარი - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ჟურნალისტებისთვის ისევ პრობლემად რჩება. როგორც ჩანს, საქართველოს დღევანდელ მმართველებს პრესა მხოლოდ ყვითელი ფერისა მოსწონთ.
მობილური მედია
მობილური მედია
სულ რაღაც 50 წლის წინათ, კომპიუტერი ერთი ოთახის ხელა მოწყობილობა იყო. დღეს მისი ტარება ხელით შეიძლება, ისინი კი, ვინც "სმარტფონებს" ფლობენ, კომპიუტერს, ფაქტობრივად, ჯიბით ატარებენ. ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება, იცვლება ცხოვრების ტემპი და განსაკუთრებულ მოთხოვნებს, ყველაფერი ეს, კომუნიკაციის საშუალებებს უყენებს. მათ შორის მედიას, კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ საშუალებას.სახალხო ჟურნალისტიკა
სახალხო ჟურნალისტიკა
"ძვირფასო მკითხველო. პორტალზე DELFI სტარტს იღებს ახალი, ესტონეთის რუსული ჟურნალისტიკისთვის უნიკალური პროექტი "მე - ჟურნალისტი", - ასე იწყება rus.DELFI.ee-ს მთავარი რედაქტორის, ელენა პეტუხოვას 5 ოქტომბრის წერილი, სათაურით "შეგიძალიათ გამოიმუშავოთ და სახელი გაითქვათ".
- 1
- 2
- მომდევნო ›
- ბოლო»