ჩვენს შესახებ
"ინტერნიუსი-საქართველოს" პროექტი - მედია-პორტალი MEDIA.GE - 2005 წლის აგვისტოდან ხორციელდება. MEDIA.GE პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი ქართული რესურსია, რომლის ინტერესის სფეროს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მედია წარმოადგენს.
MEDIA.GE -ს ყოველდღიურ ინფორმაციებს ჩვენი კორესპონდენტები მოიპოვებენ. გარდა ამისა, ვიყენებთ საქართველოსა და უცხოეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ მასალებს; საერთაშორისო მედია გაერთიანებების, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სახელმწიფო ორგანოების განცხადებებსა და პრეს-რელიზებს.
MEDIA.GE 2005 წლის აგვისტოდან ავრცელებს საინფორმაციო ბიულეტენს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომელსაც, ამჟამად, 2000-მდე ხელმომწერი ღებულობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხელმომწერთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამავე დროს, ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულ სიახლეებს, სტატიებსა თუ მონაცემთა ბაზას, ყოველდღიურად, ასობით ადამიანი ეცნობა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს, ერთის მხრივ, საქართველოს მედია პროფესიონალებსა და, მეორეს მხრივ, ადგილობრივ/საერთაშორისო მედია განვითარებისა და საზოგადოებირივი ორგანიზაციების წარმომამდგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემის დანერგვა.
პროექტის ავტორებს ასევე მიაჩნიათ, რომ ვებ-გვერდი MEDIA.GE, თავისი არსებობით, ხელს უწყობს: დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების მდგრადობას და განვითარებას; ჟურნალისტთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას; მათი პროფესიული ინტერესების დაკმაყოფილებას; სოლიდარობის გაღრმავებას ქართულ მედია თანამეგობრობაში; მსოფლიოს ინფორმირებას საქართველოს მედიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
მიმდინარე პროექტის მხარდამჭერები არიან: ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" (OSGF) , ნაციონალური ფონდი დემოკრატიისათვის (NED) და ამერიკის საელჩო საქართველოში.